ჩვენ შესახებ

“სტუდია რე” დაფუძნდა 1992 წელს, როგორც სატელევიზიო შემოქმედებითი ჯგუფი. რეგისტრირებულია 1995 წლის 6 აპრილს იუსტიციის სამინისტროს მიერ, როგორც მოქალაქეთა საზოგადოებრივი გაერთიანება “სტუდია რე”. არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად 1998 წლის 31 დეკემბერს სტუდიამ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია და გახდა ასოციაცია “სტუდია რე”. ხოლო 2010 წლის 12 თებერვალს, კანონმდებლობის თანახმად, შეეცვალა სტატუსი და გახდა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი(აიპ).

ჩვენი მისია
“სტუდია რე” ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას.

ჩვენი მიზანი
“სტუდია რე”-ს საქმიანობის მიზანია საჯარო განხილვაზე გამოიტანოს საზოგადოებისთვის აქტიური საკითხები

ჩვენი საქმიანობის მიმართულებები
– საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებზე ტელეგადაცემების, ტელედისკუსიების, დოკუმენტური ფილმების შექმნა;
– სემინარების, კონფერენციებისა და საჯარო დისკუსიების მოწყობა;
– კვლევითი, ანალიტიკური და სასწავლო საქმიანობა.

“სტუდია რე” თავის საქმიანობას ახორციელებს გრანტებისა და შეკვეთების საშუალებით.