პროექტები
რადიო პროექტი: სათემო რადიოების განვითარების პროექტი,რომელიც ითვალისწინებს საქართველოში მცხოვრებ სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებს შორის ინტეგრაციის ხელშეწყობას. რადიო ხიდებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ჯავახეთისა და ქვემო ქართლის მოსახლეობას შორის კონსტრუქტიული დიალოგის სტიმულირებას.
მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში არასამთავრობო სექტორის წვლილის შესახებ
პროექტის მიზანია მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაზრდა ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებაში არასამთავრობო სექტორის წვლილის შესახებ. სატელევიზიო გადაცემები,ფართო საზოგადოებას,მიაწვდის ინფორმაციას თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე პროცესებსა და თვითმმართველი ერთეულების საქმიანობის შესახებ.
სატელევიზიო პოლიტიკური დისკუსიების ციკლი , რომელიც მიმოიხილავს მნიშვნელოვან მიმდინარე მოვლენებს, პროექტის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემებია ევრო ინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი. ასევე, მოსახლეობის ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.