სათემო რადიოების ჟურნალისტებისთვის მორიგი ტრენინგი ისრაელში ჩატარდა

სიახლე27.01.2016

treningi israelshi2016 წლის 18-24 იანვარს ისრაელში სათემო რადიოთა ქსელის „პოლიფონია“ პროექტის ფარგლებში, გაიმართა ქართულ-ოსურ-აფხაზური შეხვედრა, რომელიც სათემო რადიოების განვითარების პერსპექტივას და საზოგადოებაში მის პოპულარიზაციას ეძღვნებოდა. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოში სათემო რადიოს პიონერები: ნინოწმინდის სათემო რადიო „ნორ“, რადიო „მარნეული“, გორის სათემო რადიო „მოზაიკა“, რომელიც 2015 წელს დაარსდა. ასევე, ოსი და აფხაზი ჟურნალისტები.

aa-3
შეხვედრას უმასპინძლა ებრაულმა ორგანიზაციამ „Windows,“ რომელიც აქტიურად მუშაობს როგორც ებრაულ, ასევე პალესტინურ თემებთან და ისრაელში საცხოვრებლის მაძიებელ ემიგრანტებთან. მოეწყო შეხვედრები ებრაელ ჟურნალისტებთან, რომელთაც მონაწილეებს გააცნეს ისრაელის მედია გარემო და აქ არსებული გამოწვევები, ისაუბრეს საზოგადოების განვითარებაში სოციალური მედიის როლზე. მასპინძელი ორგანიზაციის დახმარებით, სემინარის მონაწილეება ესტუმრნენ პალესტინას, მოენახულეს პალესტინის საზოგადოებრივი მაუწყებელი და პალესტინაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სათემო რადიო Raya.
გარდა სათემო რადიოს საკითხებისა, სემინარის მონაწილეები უკეთ გაერკვნენ და ახლოდან დააკვირდნენ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტს, არსებულ სიტუაციას და ურთიერთობებს ხალხებს შორის. მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ ჩვენი კონფლიქტები უფრო მარტივად შეიძლება მოგვარდეს, ქართულ-აფხაზურ, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში უფრო მეტი პოზიტივი და კონფლიქტის მოგვარების და ნდობის აღდგენის სურვილია.
სემინარი განხორციელებულ იქნა არასამთავრობო ორგანიზაცია „სტუდია რე“-ს მიერ, პარტნიორ ბრიტანული მედია ორგანიზაციის „Media Training Station“ მხარდაჭერით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.



კომენტარები სტატიაზე

Related

რუსული პროპაგანდა მედიაში

გადაცემის წამყვანი: ნინო გელაშვილი; გადაცემაში მონაწილეობენ: – ზვიად ქორიძე, ჟურნალისტი; – თამარ ხორბალაძე, მედიის განვითარების ფონდი; – ნათია კუპრაშვილი, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია; – ნინო რობაქიძე,…

სამშაბათი, მაისი 16, 2017 | დისკუსიები

სიძულვილის ენა კონფლიქტების გაშუქებისას

გადაცემის წამყვანი: ზვიად ქორიძე სტუმრები: – ნატა ძველიშვილი, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი; – ანა წურწუმია, დუბლინის უნივერიტეტის მკვლევარი; – ნინო ხელაძე, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა…

ოთხშაბათი, სექტემბერი 14, 2016 | დისკუსიები

სიძულვილის ენა მედიაში

გადაცემის წამყვანი: ზვიად ქორიძე გადაცემაში მონაწილეობენ: – ბექა ბაჯელიძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი; – ნინო პოპიაშვილი, “კავკასიური მოზაიკა”, პროექტების ხელმძღვანელი; – ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია…

ოთხშაბათი, ივნისი 22, 2016 | დისკუსიები

სიძულვილის ენის შემცირება ნდობის აღდგენისათვის

გადაცემის წამყვანი: ზვიად ქორიძე გადაცემაში მონაწილეობენ: თამარ ხორბალაძე – მედიის განვითარების ფონდი, აღმასრულებელი დირექტორი; სალომე აჩბა – “Mediachecker”, რედაქტორი; გია გაბრიჭიძე – გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”,…

სამშაბათი, აპრილი 19, 2016 | დისკუსიები

“ევროპის სახლში” სათემო რადიოების ქსელის პრეზენტაცია გაიმართა

7 დეკემბერს, “ევროპის სახლში” სათემო რადიოების ქსელის “პოლიფონია” პრეზენტაცია გაიმართა. რადიოპროექტს ახორციელებენ “სტუდია რე” და ბრიტანული ორგანიზაცია “მედია ტრენინგ ცენტრი”. პროექტის მხარდამჭერია დიდი ბრიტანეთის საელჩო…

ორშაბათი, დეკემბერი 7, 2015 | სიახლე

ტოლერანტობის ქომაგ მედიასაშუალებად „სტუდია რეს“ ტელედისკუსიათა ციკლი დასახელდა

2015 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა. რელიგიათა და ეროვნულ უმცირესობათა საბჭოებმა ტრადიციულად დააჯილდოვეს 2015 წლის „ტოლერანტობის ქომაგები“. რელიგიათა…

პარასკევი, ნოემბერი 13, 2015 | სიახლე

სათემო რადიოების ჟურნალისტებისთვის ბორჯომში ტრენინგი ჩატარდა

22-25 ოქტომბერს “სტუდია რეს” ორგანიზებით, ბორჯომში ოთხდღიანი სემინარი “სათემო რადიო და სამოქალაქო ინტეგრაცია” ჩატარდა. სემინარს მარნეულის, ნინოწმინდის და გორის სათემო რადიოების და მათი პარტნიორების, “ჰერეთის”…

კვირა, ოქტომბერი 25, 2015 | სიახლე

ანტიდასავლური პროპაგანდა მედიაში

რატომ გახშირდა მედიაში ანტიდასავლური პროპაგანდა, რამდენად ინფორმირებულია მოქალაქე არჩევანის გაკეთებისას, რა რისკებს ქმნის პროპაგანდისტული მედია, ნახეთ “სტუდია რე”-ს ტელედისკუსია.

სამშაბათი, ივნისი 9, 2015 | დისკუსიები