სემინარი ჟურნალისტებისთვის: “სათემო რადიო და მრავალფეროვნება”

სიახლე31.12.2015

12370825_1007779062623041_4806957492644972747_o 8-11 დეკემბერს გორის, მარნეულის და ნინოწმინდის სათემო რადიოების ჟურნალისტებისთვის მორიგი ტრენინგი ჩატარდა. სესიებს ბრიტანელი მედიაექსპერტი ნიკოლას ნუჯენტი უძღვებოდა.
სათემო რადიოების პროექტი 2006 წელს BBC World Service Trust-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო.
დღეს სათემო რადიოების ქსელი „პოლიფონია“ სამ რადიოს აერთიანებს: რადიო “ნორი” (ქ.ნინოწმინდა), “ხალხის ხმა” (ქ.მარნეული) და რადიო “მოზაიკა” (ქ.გორი). პროექტი დიდი ბრიტანეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.



კომენტარები სტატიაზე