ტრენინგი განჯაში

სიახლე04.07.2012

2012 წლის 23-28 მაისს აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში “Intelligent Citizen” Enlightenment Center Public Union პროექტის ფარგლებში ორგანიზაციამ „უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი“ ჩაატარა ტრენინგი – „საერთაშორისო მშვიდობის სკოლა“. ტრენინგში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი, ქართველი და რუსი ახალგაზრდები.

პროექტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ჩართულობას რასიზმის, ქსენოფობიის, თანასწორობის, ტოლერანტობისა და მშვიდობის საკითხებში. ახალგაზრდების შეკრების ძირითადმი მიზანი იყო გადაელახათ სტერეოტიპები და აეშენებინათ მეგობრული ხიდები.

ტრენინგმა შედეგი გამოიღო, მონაწილეები აგრძელებენ ურთიერთობას სოციალური ქსელის საშუალებით.

ქართველმა მონაწილეებმა ქალაქ თბილისში, “სტუდია რე”-ს ოფისში ჩაატარეს შეხვედრა მათ თანატოლებთან და განჯაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს.



კომენტარები სტატიაზე

Related

ჟურნალისტების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – როინ აგრბა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – ზარინა სანაკოევა, “ეხო კავკაზას” დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – მანონ ბოკუჩავა, თსუ-ს მედიის კვლევების დოქტორანტი;

სამშაბათი, ოქტომბერი 2, 2018 | დისკუსიები