„აგვისტოს ომის განაჩენი“ ევროპის 4 ქვეყანაში უჩვენეს

სიახლე27.12.2011

images-mamuka_yufaradze“სტუდია რე”-ში მომზადებული დოკუმენტური ფილმი – “აგვისტოს ომის განაჩენი” დეკემბრის შუა რიცხვებში ევროპაში უჩვენეს. ფილმის რეჟისორმა – მამუკა ყუფარაძემ ევროპის ოთხ ქვეყანაში მაყურებელს ფილმი ექვსჯერ წარუდგინა. ფილმის ევროპული ჩვენების იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც „აგვისტოს ომის განაჩენი“ ვენის ადამიანის უფლებათა დოკუმენტური ფილმების კინოფესტივალზე მოხვდა. ფილმს, რომელიც საქართველოს ნაციონალურ არხებს ჯერ არ უჩვენებიათ, ფესტივალ „This Human World-ზე“ ჩვენების შემდეგ სპეციალური დისკუსია დაეთმო. კინოდოკუმენტალისტებმა და უფლებათა დამცველებმა ფილმის გარდა, საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებაც ისაუბრეს.
ვენის კინოფესტივალამდე, ფილმის პირველი ორი ჩვენება 5 და 6 დეკემბერს პრაღაში გაიმართა. პირველად ფილმი, ცნობილი ჩეხი ადამიანის უფლებათა დამცველის, ჟურნალისტისა და კინო დოკუმენტალისტის, პეტრუშკა შუსტროვას (Petrushka Shustrova) ორგანიზებით, უფლებათა დამცველებმა და ჟურნალისტებმა იხილეს. ქართული ფილმთან ერთად მაყურებელმა, ქართულ – აფხაზურ კონფლიქტზე გადაღებული, შუსტროვას ახალი ფილმი – “იმპერიის საზღვარზე” (On the bordersnof the Empire) იხილა. ორივე ფილმი ერთი და იგივე თემას – საქართველოში არსებულ კონფლიქტებს ეხებოდა, თუმცა პრობლემის აღქმის რაკურსი რეჟისორებმა განსხვავებულად წარმოადგინეს.
პრაღაში მეორედ ფილმი „რადიო თავისუფალი ევროპის“ ოფისში, სხვადასხვა რედაქციების ჟურნალისტებისთვის უჩვენეს. ფილმის შემდგომ დისკუსიას რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ხელმძღვანელი დავით კაკაბაძე გაუძღვა. უცხოელი ჟურნალისტების განსაკუთრებულ ინტერესს კონფლიქტის დღევანდელი მდგომარეობა წარმოადგენდა.
პრაღისა და ვენის შემდეგ ფილმი გერმანიაში, ქალაქ მიუხენგლადბახში, „მიუხენგლადბახის სამშვიდობო ფორუმში“ აჩვენეს. ფილმის პრეზენტაციას ამავე ორგანიზაციის წევრი – ბერჰარდ კლასენი (bernhard Clasen) გაუძღვა. ფილმის ჩვენებასა და განხილვას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დასავლეთ გერმანიაში მაცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც დაესწრენ.
შემდეგი ჩვენებები და დისკუსიები ჰოლანდიის ორ ქალაქში ჰააგასა და უტრეხტში გაიმართა. ჰააგაში ფილმის პრეზენტაცია სოციალური კვლევების საერთაშორისო უნივერსიტეტში სასწავლებლად მყოფი, საჯარო პოლიტიკის მკვლევარის – პაატა გურგენიძის ორგანიზებით მოეწყო. ფილმის შემდგომმა დისკუსიამ საქართველოსა და საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ გაცნობითი ხასიათი მიიღო. კონფლიქტის შესახებ კითხვები მსოფლიოს ხსვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუდენტებმა დასვეს.
ფილმის ბოლო ევროპული პრეზენტაცია ქალაქ უტრეხტში, რელიგიური ნიშნით შექმნილსა და ახლა უკვე ჰუმანიტარული პროფილით მომუშავე ორგანიზაცია IKV Pax Christi-ის ოფისში გაიმართა. ეს ორგანიზაცია კავკასიური კონფლიქტების თემაზე უკვე ათ წელზე მეტია მუშაობს. შეხვედრის ორგანიზატორმა, IKV Pax Christi-ის კავკასიის პროგრამების უფროსმა ოფიცერმა, გვიდო დე გრაფ ბიერბრაუერმა (Guido de Graaf Bierbrauwer) ფილმის ჩვენებამდე საქართველოსა და მასში განვითარებულ კონფლიქტებზე მცირე მოხსენება წაიკითხა. ფილმის შემდგომი დისკუსიის მოდერატორი ამავე ორგანიზაციის თანამშრომელი სინტა დეპონდტი (Cinta Depondt) გახლავთ. პანელზე კი მამუკა ყუფარაძესთან ერთად Amnesty International -ს ამსტერდამის ოფისის, სამხრეთ კავკასიის კორდინატორი – ულა პაპე (Ulla Pape) წარსდგნენ.
მამუკა ყუფარაძის თქმით, „სტუდია რეში“ შექმნილი ფილმის – „აგვისტოს ომის განაჩენის“ ევროპული ჩვენებები, კიდევ ერთი მცდელობაა იმისა, რომ უცხოურმა საზოგადოებებმა მეტი ინფორმაცია მიიღონ საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ. ამ ინფორმაციის მიწოდებამ კი ხელი უნდა შეუწყოს მათ ჩართვას საქართველოს კონფლიქტების მოგვარებაში, რადგან საქართველოს არ ძალუძს დამოუკიდებლად, დასავლეთის თანადგომისა და მონაწილეობის გარეშე მისი მოაგვარება.

მაია წიკლაური
media.ge
ბმული სტატიაზე



კომენტარები სტატიაზე

Related

ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესაძლო რეგულირება

გადაცემის წამყვანი: ნინო გელშვილი; სტუმრები: – თამარ ედიშერაშვილი, ფინანსისტი; – ნინო გიორგაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისი; – ნინო დალაქიშვილი, ამერიკის ხმის ჟურნალისტი; – ნინო…

ხუთშაბათი, თებერვალი 7, 2019 | დისკუსიები

ჟურნალისტების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – როინ აგრბა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – ზარინა სანაკოევა, “ეხო კავკაზას” დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – მანონ ბოკუჩავა, თსუ-ს მედიის კვლევების დოქტორანტი;

სამშაბათი, ოქტომბერი 2, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – ალუ გამახარია, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”; – მარინა მეშვილდიშვილი, კავშირი “მომავლის ცხინვალი”; – მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდი;

ოთხშაბათი, ივნისი 27, 2018 | დისკუსიები

ხელოვნებისა და მეცნიერების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე სტუმრები: – ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის; – სანდრო გვინდაძე, მედია ინოვაციების ფონდი; – ნინო პოპიაშვილი, კავკსიური მოზაიკა; – ნაირა ბეპიევი,…

პარასკევი, მაისი 25, 2018 | დისკუსიები