IWPR-ის ოფისში სტუდია რეს ფილმის „აგვისტოს ომის განაჩენი“ ჩვენება გაიმართა.

სიახლე26.09.2011

ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით, 22 სექტემბერს IWPR-ის ოფისში კონფლიქტების გაშუქების თემაზე მრგვალი მაგიდა გაიმართა.
მრგვალი მაგიდის მიზანი ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებისთვის კონფლიქტების გაშუქების გამოცდილების გაზიარება და უკეთ გაცნობა იყო.
კონფლიქტებისა და მისი გაშუქების უკეთ გააზრებისათვის, IWPR-ის ოფისში სტუდია რეს მიერ მომზადებული ფილმი აჩვენეს.
მამუკა ყუფარაძის ფილმი “აგვისტოს ომის განაჩენი’’ ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებისაგან შედგება, რომელიც ოსურ და აფხაზურ მხარეებს წარმოადგენენ და არსებულ კონფლიქტზე საუბრობენ.
სტუდია რეს ფილმს იქ შეკრებილმა ჟურნალისტებმა „Peace Journalism“-ის ცოცხალი მაგალითი უწოდეს. ფილმის ჩვენებას ჟურნალისტების მხრიდან მრავალი კითხვა და კომენტარი მოჰყვა.
მამუკა ყუფარაძეს, როგორც ამ ფილმის რეჟისორსა და მთავარ ჟურნალისტს, ჟურნალისტებმა კონფლიქტების გაშუქების ცოდნის გაზიარება, ოსეთსა და აფხაზეთში შექმნილი მდგომარეობის აღწერა და შეფასება თხოვეს. მათთვის საინტერესო იყო გაეგოთ, თუ რა მდგომარეობაა უშუალოდ კონფლიქტური მხარეების მიღმა, რამდენად მონოპოლიზირებულია ოსური და აფხაზური საზოგადოება და მედია. საიდან იღებენ ისინი ინფორმაციას და რა დამოკიდებულება აქვთ, როგორც ქართველი ხალხის, ასევე ქართული მთავრობის მიმართ.
შეხვედრაზე გაჟღერდა ისეთი შეკითხვები, თუ როგორი ტერმინოლოგიით საუბარია მართებული კონფლიქტის მხარეების მოხსენიებისას. რამდენად სწორია ისეთი ტერმინების გამოყენება, როგორიცაა „დე-ფაქტო“ “სეპარატისტული“ და ა.შ
ჟურნალისტებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ფილმის ავტორისაგან მიეღოთ ცოდნა, თუ როგორ უნდა დაიცვას ჟურნალისტმა ბალანსი და ობიექტურობა მისივე ქვეყანაში არსებული კონფლიქტის გაშუქების დროს, როგორ უნდა დაიცვას ჟურნალისტმა თავი საკუთარი კომენტარების გაკეთებისაგან, რათა იგი თავად არ გახდეს ამ კონფლიქტის უშუალო მმართველი და თავად არ შექმნას „პოლიტიკა“
მამუკა ყუფარაძის გარდა, ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე და დამოუკიდებელი ჟურნალისტი თეა თოფურია. ეს უკანასკნელი მამუკა ყუფარაძესთან ერთად, ჩრდილოეთ კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტაში, სამშვიდობო ჟურნალისტიკის სემინარზე იმყოფებოდა.



კომენტარები სტატიაზე

Related

ჟურნალისტების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – როინ აგრბა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – ზარინა სანაკოევა, “ეხო კავკაზას” დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – მანონ ბოკუჩავა, თსუ-ს მედიის კვლევების დოქტორანტი;

სამშაბათი, ოქტომბერი 2, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – ალუ გამახარია, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”; – მარინა მეშვილდიშვილი, კავშირი “მომავლის ცხინვალი”; – მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდი;

ოთხშაბათი, ივნისი 27, 2018 | დისკუსიები

ხელოვნებისა და მეცნიერების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე სტუმრები: – ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის; – სანდრო გვინდაძე, მედია ინოვაციების ფონდი; – ნინო პოპიაშვილი, კავკსიური მოზაიკა; – ნაირა ბეპიევი,…

პარასკევი, მაისი 25, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – რუსუდან მარშანია, ბერგჰოფის ფონდის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორის თანაშემწე; – სოფიკო ახობაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის დირექტორი;

ოთხშაბათი, აპრილი 4, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – ნინო ნანიტაშვილი, საერთაშორისო ორგანიზაცია “ელვას” ქვეყნის წარმომადგენლობის დირექტორი; – დიმიტრი ავალიანი, “ჯემნიუსის” რედაქტორი;

ორშაბათი, მარტი 5, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

დისკუსიის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – დავით ჯიშკარიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარი, ისტორიკოსი; – კორნელი კაკაჩია, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი; – მარინა ელბაქიძე, კავკასიური…

ხუთშაბათი, თებერვალი 15, 2018 | დისკუსიები

პროექტები ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – ელიკო ბენდელიანი, მშვიდობისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე; – რუსუდან ფუხაშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის პროექტის დირექტორი; – როდამ…

პარასკევი, დეკემბერი 29, 2017 | დისკუსიები

მშვიდობის მშენებლობა

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – შოთა შველიძე, ბერგჰოფის ფონდის პროექტის ადგილობრივი წარმომადგენელი; – ნინო კალანდარიშვილი, ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე.

ორშაბათი, დეკემბერი 4, 2017 | დისკუსიები