მრგვალი მაგიდა მშვიდობის კვირეულის ფარგლებში

სიახლე26.09.2011

22 სექტემბერს მშვიდობის კვირეულის ფარგლებში თბილისის ადამიანის უფლებათა სახლმა IWPR-ის თბილისის ოფისში მრგვალი მაგიდა მოაწყო. სტუდია „რეს“ დოკუმენტური ფილმის – „აგვისტოს ომის განაჩენის“ ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია თემაზე – „მედია და კონფლიქტი“. ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი (IWPR) მრგვალი მაგიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.

„დისკუსია მშვიდობის კვირეულის ფარგლებში გაიმართა, რომელიც თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის ორგანიზებით ტარდება. სადისკუსიო თემა საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ომის, კონფლიქტების თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის. ასეთი დისკუსიები ხელს შეუწყობს ადგილობრივი მედიის განვითარებას“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა სახლის წარმომადგენელმა შორენა ლათათიამ.

დისკუსიის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: სტუდია „რეს“ ხელმძღვანელი, კინოდოკუმენტალისტი მამუკა ყუფარაძე, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორი ბექა ბაჯელიძე და ჟურნალისტი თეა თოფურია.

სტუდია „რეს“ ახალი დოკუმენტური ფილმი – „აგვისტოს ომის განაჩენი“ ხელისუფლების წარმომადგენლების, ექსპერტების, ჟურნალისტებისა და რიგითი მოქალაქეების ინტერვიუებისგან შედგება, რომლებიც როგორც ქართულ, ასევე ოსურ და აფხაზურ მხარეებს წარმოადგენენ.

„ფილმის ამოცანა იყო, გადაგვეფასებინა ის, რაც 2008 წელს შეგვემთხვა. მე ეს ფილმი მივუძღვენი ახალგაზრდებს, რადგან კონფლიქტის მოგვარებაში სწორედ ახალგაზრდები უნდა ჩაერთონ. საჭიროა ახალი სისხლი და ახალი შეხედულებები. ამ ფილმით უკვე დაინტერესდნენ უცხოელი კოლეგები“, – აღნიშნა ფილმის რეჟისორმა მამუკა ყუფარაძემ.

ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის რეგიონული დირექტორის ბექა ბაჯელიძის თქმით, ეს დისკუსია ძალზედ საჭირო და აუცილებელი იყო, იყო ვინაიდან ჟურნალისტები, რომლებიც მუშაობენ კონფლიქტის თემებზე, მნიშვნელოვანია იყვნენ ინფორმირებულნი ამ თემასთან დაკავშირებულ სიახლეებზე.

ჟურნალისტი თეა თოფურია იმყოფებოდა ჩრდილოეთ კვიპროსში ტრენინგზე სახელწოდებით „სამშვიდობო ჟურნალისტიკა“, სადაც მონაწილეობდა აფხაზ და ოს ჟურნალისტებთან ერთად. „ასეთი ტრენინგები ჩვენი ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს“, – აღნიშნა თეა თოფურიამ.

დისკუსიაზე უკვე გამოცდილმა და დამწყებმა ჟურნალისტებმა ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება გაუზიარეს.

მარიამ იმერლიშვილი
humanrights.ge
ბმული სტატიაზე



კომენტარები სტატიაზე

Related

ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესაძლო რეგულირება

გადაცემის წამყვანი: ნინო გელშვილი; სტუმრები: – თამარ ედიშერაშვილი, ფინანსისტი; – ნინო გიორგაძე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის გორის ოფისი; – ნინო დალაქიშვილი, ამერიკის ხმის ჟურნალისტი; – ნინო…

ხუთშაბათი, თებერვალი 7, 2019 | დისკუსიები

ჟურნალისტების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – როინ აგრბა, დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – ზარინა სანაკოევა, “ეხო კავკაზას” დამოუკიდებელი ჟურნალისტი; – მანონ ბოკუჩავა, თსუ-ს მედიის კვლევების დოქტორანტი;

სამშაბათი, ოქტომბერი 2, 2018 | დისკუსიები

სამოქალაქო დიალოგი ნდობის აღდგენისთვის

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე; სტუმრები: – ალუ გამახარია, ასოციაცია “მშვიდობიანი და საქმიანი კავკასია”; – მარინა მეშვილდიშვილი, კავშირი “მომავლის ცხინვალი”; – მერაბ ლაბაძე, ინოვაციური განათლების ფონდი;

ოთხშაბათი, ივნისი 27, 2018 | დისკუსიები

ხელოვნებისა და მეცნიერების როლი მშვიდობის მშენებლობაში

გადაცემის წამყვანი: მამუკა ყუფარაძე სტუმრები: – ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიცია დევნილთა უფლებებისთვის; – სანდრო გვინდაძე, მედია ინოვაციების ფონდი; – ნინო პოპიაშვილი, კავკსიური მოზაიკა; – ნაირა ბეპიევი,…

პარასკევი, მაისი 25, 2018 | დისკუსიები